კელი დეგნანი - სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია - ახლა დროა, რომ პროცესში ისმოდეს იმდენი რელევანტური ხმა, რამდენიც შესაძლებელია, რათა არ იყოს დახურული, შეზღუდული წვდომის მქონე პროცესი

სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, რომ ჰქონდეს ძალიან ინკლუზიური პროცესი. ახლა დროა, რომ პროცესში ისმოდეს იმდენი რელევანტური ხმა, რამდენიც შესაძლებელია რათა არ იყოს დახურული, შეზღუდული წვდომის მქონე პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის შერჩევის უკანასკნელი პროცესი საკმაოდ კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს რეიტინგი შეინარჩუნოს, უნდა მიჰყვეს იმ პრინციპებს, რომლების მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებით არის დადგენილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ წინა შერჩევის პროცესი ძალიან კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ, რომლებიც არეგულირებენ იმას თუ როგორ უნდა იყოს შერჩეული სახალხო დამცველი. ფაქტობრივად, საქართველომ მიიღო მაღალი რეიტინგი, რადგან პროცესი იყო ინკლუზიური, მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბევრ ხმას. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს ეს მაღალი რეიტინგი, უნდა მიჰყვეს პრინციპებს, რომელიც დადგენილია, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. საიდუმლო ნამდვილად არ არის, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი კარგად, რადგან ეს ყველაფერი წარმოდგენილია „პარიზის პრინციპებში“, ევროპის საბჭოს რეკომენდაციებში. ბევრი საგზაო რუკა არსებობს საქართველოსთვის, რომელსაც შეუძლია მიჰყვეს, რათა წარმართოს ეს პროცესი კარგად და შეარჩიოს სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ყველა მხარის მიერ კონსენსუსის შედეგი. გახსოვდეთ, რომ სახალხო დამცველის უმთავრესი სამუშაო არის ადამიანის უფლებების, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცვა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაოა და საჭიროა ის შეასრულოს ვინმემ, ვინც არის მიუკერძოებელი, კვალიფიციურია და მისაღებია ყველასთვის“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო