მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების, შეფასების პროცესში და საკომიტეტო განხილვებში ჩართული იქნება სამოქალაქო სექტორი, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელების, მათი შეფასების და კანდიდატთა საკომიტეტო განხილვებში ჩართული იქნება სამოქალაქო სექტორი, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრე.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევისთვის აუცილებელია 90 დეპუტატის მხარდაჭერა, რაც იოლი ამოცანა არ არის, თუმცა მმართველ გუნდს აქვს იმედი, რომ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ეს შესაძლებელი იქნება.

„სახალხო დამცველის თანამდებობა ვაკანტურად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უნდა რჩებოდეს. ამ მიზნით მაქსიმალურად ისე არის დაგეგმილი პროცედურები, რომ შესაძლებელი გახდეს დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია 90 დეპუტატის მხარდაჭერა. ეს არ არის იოლი ამოცანა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ეს შესაძლებელი იქნება. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში საკმაოდ დიდია ოპოზიციის მხრიდან ე.წ. პოლიტიკური საბოტაჟის „წარმატებულად“ განხორციელების რესურსი, რაზედაც დაზღვევის მექანიზმზეც პრინციპში ნაფიქრია.

მნიშვნელოვანია პროცედურის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა, ამიტომ პროცესი ისე წარიმართება, რომ კანდიდატების დასახლების, მათი შეფასების და შემდგომ კანდიდატთა საკომიტეტო განხილვებში, ყველგან ჩართული იქნება სამოქალაქო სექტორი, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრე. ინკლუზიურობის პრინციპი მოიცავს ასევე, იმ სტანდარტსაც, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ყველასთვის არჩევის შესაძლებლობის მინიჭების შესაძლებლობა, ვინც თვლის, რომ სახალხო დამცველად მუშაობის უნარი შესწევს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, 20 სექტემბერს პარლამენტის მიერ საჯაროდ გამოცხადდება განაცხადების მიღებაზე ინფორმაცია, რომლითაც ყველას, ვინც ამ თანამდებობაზე არჩევის სურვილს გამოთქვამს, შესაძლებლობა მიეცემა, შეფასებისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

„განაცხადების მიღების პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. ამ ჯგუფის წევრების რაოდენობა 9 წევრით განისაზღვრება. სამუშაო ჯგუფი მიღებული განაცხადების მიხედვით ყველა მსურველს შეაფასებს. მონაწილეები ჯგუფის წევრების მხრიდან, თითოეული ცალ-ცალკე და საერთო შეფასების სახით შეფასდებიან. იარსებებს ცალკე დახასიათებების დართვის შესაძლებლობა. შეფასების პროცედურები არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა დასრულდება.

ეს შეფასებები და მასალები უკვე წარედგინება ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და უფრაქციო დეპუტატებს. მათ შეეძლებათ ამ სიიდან შეარჩიონ და დაასახელონ კანდიდატები, რომლებსაც მოგვიანებით პარლამენტს წარუდგენენ. ეს მოხდება არა უგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა.

იმისთვის, რომ არჩევანის მრავალფეროვნება არსებობდეს, ამისთვის დადგინდება მინიმალური რაოდენობა კანდიდატურებისა და ეს იქნება 7, რომელიც ჯამურად უნდა იქნეს წარდგენილი, რომელთა განხილვაც ზოგადი წესის მიხედვით გაგრძელდება. შესაძლებელი იქნება რამდენიმე სუბიექტის მიერ საერთო კანდიდატების წარდგენაც, თუ ეს შეთანხმების საგანი იქნება, ამის შემდეგ მოქმედი რეგლამენტის მიხედვით პროცესი კომიტეტში გადაინაცვლებს, სადაც წარდგენილი კანდიდატების წარდგენა მოხდება. ეს საჯაროდ მოხდება. კომიტეტის მიერ კანდიდატურების განხილვების შემდეგ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ჩატარდება და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო