მამუკა მდინარაძე - საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოტანა არ შეიძლება დღის წესრიგი იყოს - ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა მომავალში, დოკუმენტი ედება წინ, რომ ელჩების დანიშვნა მისი ფორმალური უფლებამოსილებაა

საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოტანა არ შეიძლება დღის წესრიგი იყოს, რადგან კომპეტენცია უნდა განისაზღვროს - ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა მომავალში, დოკუმენტი ედება წინ, რომ ელჩების დანიშვნა არის მისი ფორმალური უფლებამოსილება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია ელჩების დანიშვნის კომპეტენციის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელი მთავრობამ გამოიტანოს.

მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, ელჩების დანიშვნა ფორმალური უფლებამოსილებაა და სხვანაირად საკონსტიტუციო სასამართლოც ვერაფერს იტყვის.

"როცა საუბარია არა რაიმე იძულებით ღონისძიებაზე, არა რაიმე სანქციაზე, არა რაიმე შედეგზე ვიღაცის მიმართ, არამედ კომპეტენციის განსაზღვრაზე. საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მოთხოვნაა ერთადერთი რამ - განსაზღვროს კომპეტენციის ფარგლები, ეს არის ფორმალური თუ რეალური უფლებამოსილება. ჩვენი მოწყობის ქვეყნებში ყველგან და საქართველოშიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ფორმალური უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობა სთხოვს, რომ მანაც ეს თქვას. ვინმე კი არ დასაჯოს - გვახსოვს იყო კამპანია, რომ პრეზიდენტის დასჯას, იმპიჩმენტს ითხოვენ, ეს იყო ტყუილი. მხოლოდ კომპეტენციების, ჩარჩოების განსაზღვრაზეა საუბარი. რადგან ამაზეა საუბარი, გამოტანაც არ შეიძლება დღის წესრიგი იყოს, იმიტომ, რომ კომპეტენცია განისაზღვროს, ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა მომავალში, ეს დოკუმენტი ედება წინ, რომ ეს არის ფორმალური უფლებამოსილება, კონსტიტუციაშიც ასე წერია და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვანაირად ვერაფერს იტყვის,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო