რატი ბრეგაძე - იმისთვის, რომ ადამიანი გავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ის არ უნდა იყოს პატიმარი - გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო

მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის ამოსავალი წერტილი. იმისთვის, რომ ადამიანი გავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე: რა პოზიცია ექნება უწყებას, თუკი იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით იქნება რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა უნდა მოხდეს საზღვარგარეთ, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და არა იუსტიციის სამინისტრო.

„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის ამოსავალი წერტილი. იმისთვის, რომ ადამიანი გავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი. მსჯავრდებული პატიმარი რომ არ იყოს პიროვნება, მისი სასჯელი უნდა იყოს ან გადავადებული, ან გათავისუფლებული უნდა იყოს სასჯელისგან. რაც შეეხება სასჯელისგან გათავისუფლებას, ან სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას, ამას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ჩვენს გადაწყვეტილებებს აქვს სამართლებრივი არგუმენტაცია. თქვენ იცით, რომ მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსთანაც იყო ურთიერთობა და იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნებისმიერი ინსტანციიდან შეფასებული იყო როგორც სამართლებრივად კორექტული და ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტაციით“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო