სოსო გოგაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ოქტომბრამდე გადაიდო

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ოქტომბრამდე გადაიდო.

როგორც გოგაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, იოსებ გოგაშვილის სახლში ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები იყო შეტანილი, რომლის მეშვეობითაც უკანონო ინფორმაციის „ჩადება“ მოხდა. შესაბამისად, ბრალდების მხარე შეეცდება ამ დროში აღნიშნული მტკიცებულებები გაშიფროს და სისხლის სამართლის საქმეზე დაამაგროს, როგორც კანონიერად მოპოვებული მტკიცებულება.

„წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება ხდება ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც სიახლეს არ წარმოადგენს და პრაქტიკაში ხშირად გვაქვს მსგავსი შემთხვევები. გარდა ამისა, საქმე მოცულობითია და ერთ-ერთი ობიექტურ მიზეზად შეიძლება ესეც ჩაითვალოს, თუმცა იოსებ გოგაშვილი ფიქრობს და გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებებიც, რომელიც დაადასტურებს გოგაშვილის სახლში დიდი რაოდენობით შეტანილ ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებს, რომლის მეშვეობითაც მოხდა უკანონო ინფორმაციის ჩადება იოსებ გოგაშვილის სახლში. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება გაშიფვრა, დრო და ბრალდების მხარე შეეცდება აღნიშნული მტკიცებულებები დაამაგროს სისხლის სამართლის საქმეზე და გამოიყენოს, როგორც კანონიერად მოპოვებული მტკიცებულება, რისთვისაც რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდა წინასასამართლო სხდომის ვადა“, - აღნიშნა რამაზ ჩინჩალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა