მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ნორიოს სკოლაში, სადაც მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყდა, მოსწავლეები სწავლის განახლებას 2023 წლის მეორე სემესტრიდან შეძლებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ტაბიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს სკოლაში მოსწავლეები სწავლის განახლებას 2023 წლის მეორე სემესტრიდან შეძლებენ.

როგორც დავით ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიასთან, რომელიც ნორიოს სკოლაში სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რამდენიმე კვირის წინ კონტრაქტი შეწყვეტა და ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

“სამწუხაროდ, ბოლო დღეებია გადის სიუჟეტი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელის 2019 წლიდან მიმდინარეობს. დაუსრულებელ ობიექტის იმ კუთხით გაშუქება მოხდა, თითქოს სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. სამუშაოები, რომლებიც მიღებული არ არის არ შეიძლება ითქვას ხარისხიანია თუ უხარისხო.

ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ნებისმიერი ობიექტი, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოება. ნორიოს სკოლაზე რამდენიმე კვირის წინ იყო მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც კონტრაქტის შეწყვეტა ჰქვია. ეს ინფორმაცია იყო ღია.

ნორიოს სკოლაში სამშენებლო სამუშაოების 65% შესრულებული იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ შეგვხვდა მშენებელი, რომელმაც სამუშაოები შეაჩერა. მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა პროგრესი ვერ დავინახეთ. ფონდის გუნდის ყველა წევრმა ბევრი იშრომა, იმისათვის რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, სამწუხაროდ, დადგა ეს შედეგი. კონტრაქტი გაწყვეტილია მშენებელ კომპანიასთან. შემდეგ კვირას ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ. კომპანიას, რომელმაც სამშენებლო პროცესი შეწყვიტა კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა გარანტიაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება. სკოლა 2023 წლის მეორე სემესტრიდან იქნება მზად”,- განაცხადა ტაბიძემ.

რაც შეეხება ახალსოფლის სკოლას, ტაბიძის თქმით, ამ ეტაპზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და რის გამოც სკოლაში მიმდინარე სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

“არის ობიექტური მიზეზი, რის გამოც სამუშოების დასრულება ახალსოფელში გადაიწია ერთი ან ორი თვით. სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მშენებელი ობიექტზეა. ამ სკოლაში დემონტაჟის მერე დავიწყეთ ცვლილებითი სამუშაოები იმ მიზნით, რომ უნდა მივიღოთ თანამედროვე სტანდარტის სკოლა, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა უნდა ჰქონდეს მინიმუმ 30 წელი. შესაბამისად, სწრაფად და ხარისხიანად ლოგიკაში ვერ ჯდება. ეს იყო მიზეზი თუ რატომ არ არის 1-ელი სექტემბერისთვის სამუშაოები დასრულებული. მშენებელი იქ, სადაც შეუძლია მუშაობა, მუშაობს, ამ ფაქტს ხედავენ ადგილობრივები. მაგრამ გვაქვს რამდენიმე ნაწილის გამაგრების პრობლემა. ეს საკითხი დამუშავებას ექვემდებარება და 2-3 კვირაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება. დარჩა 1 თვის სამუშაოები. ძირითადი ნაწილი სამუშაოების უკვე დასრულებულია”,- განაცხადა ტაბიძემ.

მისი თქმით, ფონდიდან განათლების სამინისტროს ყოველთვიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია, რომ მოსწავლეების სხვა სკოლაში გადაყვანა პროცესი მათი მხრიდან დარეგულირდეს.

ამასთან, დავით ტაბიძის განცხადებით, 2019 წლის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება.

როგორც ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დარჩენილი მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, 2023 წელს არის გათვალისწინებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა