გიორგი ვაშაძე - უკვე არსებობს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დამუშავებული ვერსია, რომელიც ალბათ, საუკეთესო პრეცედენტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის

კონცეპტუალურად ნამდვილად არსებობს უკვე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის დამუშავებული ვერსია, რომელიც ალბათ, საუკეთესო პრეცედენტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა ახლა მსჯელობს.

„მკაფიო კრიტერიუმები უნდა იყოს ჩამოწერილი როგორც ოლიგარქთან, ისე ოლიგარქიულ რეჟიმთან დაკავშირებით. დადგება დრო და თუ ამ კანონს არ მიიღებს და ალბათ, არ მიიღებს „ქართული ოცნება“, ჩვენ წინასწარ დასავლეთთან, მოქალაქეებთან შეთანხმებულ კანონს მივიღებთ და ყველა ზიანის, რაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიაყენა სახელმწიფოს, აღმოფხვრა და ამაზღაურება მოხდება. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს არ არის ერთი დღისთვის, ერთი კვირისთვის და ერთი განცხადებისთვის სამუშაო პროცესი. ეს არის შემდგომი წლების სამუშაო, რადგან ის ზიანი, რაც სახელმწიფომ მიიღო, იყოს აღმოფხვრილი. კანონს განვიხილავთ საერთო ეროვნული თვალსაზრისით, აქ ინიცირებას ვერ დავაჩქარებთ ისე, როგორც მართლმსაჯულებაზე და სხვა საკითხებზე. ერთი თვის მანძილზე იმდენად რთული სამუშაო იყო ამ კანონზე, რომ ვფიქრობ, აუცილებლად მოგვიწევს, კვალიფციურ სამოქალაქო სექტორთან დახურულ რეჟიმში მუშაობა, რადგან არის ადამიანის უფლებათა კომპონენტი, რომლის ტესტი უნდა გაიაროს ამ კანონმა. კონცეპტუალურად ნამდვილად არსებობს უკვე დამუშავებული ვერსია, რომელიც ვიტყოდი, რომ ალბათ, საუკეთესო პრეცედენტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, სადაც ოლიგარქები აწუხებენ ქვეყანას და წინაღობას უქმნიან ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტში „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შეხვედრას მართავენ, სადაც დეოლიგარქიზაციაზე მსჯელობენ. დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის რეკომენდაციათაგან ერთ- ერთია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო