სერგეი ლავროვი - ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის დნესტრისპირეთში ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, ისევე როგორც "სამხრეთ ოსეთში", როდესაც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა სააკაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოლდოვას აფრთხილებს, რომ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამხედროების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირების რისკს ქმნის.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის [დნესტრისპირეთში] ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, ისევე როგორც "სამხრეთ ოსეთში", როდესაც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა სააკაშვილი“, - აღნიშნა ლავროვმა.

დნესტრისპირეთი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც მოლდოვას ნაწილი, მაგრამ 1992 წლიდან სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. რუსეთს დაახლოებით 1500 ჯარისკაცი ჰყავს დნესტრისპირეთში განლაგებული და მას „სამშვიდობო“ ძალას უწოდებს. მოსკოვი აცხადებს, რომ მისი არმია დნესტრისპირეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად იმყოფება, მოლდოვას კი რუსული ძალების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანა სურს.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია