გიორგი ვაშაძე - სამწუხაროა, რომ თბილისის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია

სამწუხაროა, რომ ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ქალაქში სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმჯობესია დედაქალაქის მერი იმ საკითხით დაინტერესდეს, რომ ქუჩები თვეობითაა გადათხრილი.

„თბილისის მერი ტელევიზიასთან და ჟურნალისტებთან კეკლუცის ნაცვლად, რომ თითქოს ქალაქში დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობს და გული შესტკივა ქალაქის მცხოვრებლების პრობლემებზე, უმჯობესია იმ საკითხით დაინტერესდეს, რომ თვეობით გადათხრილია ქუჩები და ნახოს, იქ არსებული მტვერისა და ბუღის გამო რა მდგომარეობაშია მოსახლეობა, ან რა ხდება უკანონო, უკონტროლო მშენებლობებთან დაკავშირებით, ლამის ყველა სკვერში და პარკში მრავალსართულიან კორპუსებს რომ დგამენ.

ეს არის ქალაქის მართვა? ვერავინ დამარწმუნებს, რომ თითქმის ერთი წელი სჭირდება ერთი ქუჩის პატარა მონაკვეთის რეაბილიტაციას. რა ხდება თუნდაც მელიქიშვილის ქუჩასთან დაკავშირებით, თვეობით გადათხრილია, რაც აფერხებს ქალაქში გადაადგილებას. გაესაუბროს იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რა პირობებში უწევთ ცხოვრება. სამწუხაროა, რომ ქალაქის მერს ქალაქის მართვა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ქალაქში სელფის ჯოხით სიარული და ჟურნალისტებთან კეკლუცი ჰგონია“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ