გიორგი დოხტურიშვილი და დავით შერაზადიშვილი სოფელ დისველის მოსახლეობას შეხვდნენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დისველის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გიორგი დოხტურიშვილი მერთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, კერძოდ, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

გიორგი დოხტურიშვილმა სოფელ დისველში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც პრიორიტეტულია თითოეული ოჯახისთვის.

“სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი დავით კიკოლაიშვილი და გაერთიანებულის წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის დირექტორი გია ყიფიანი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის