გიორგი ვაშაძე - ნდობა იმდენად ნულოვანი მაქვს, არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნება" გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურის გაუპატიურებას ცდილობდეს - ირაკლი კობახიძე პირველია ხრიკომანიაში!

ნდობა იმდენად ნულოვანი მაქვს, არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნება" გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურის გაუპატიურებას ცდილობდეს - ირაკლი კობახიძე პირველია ხრიკომანიაში! - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული გენერალური პროკურორის არჩევის წესი მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, იურისტებთან ერთად დეტალურად არის შესასწავლი, თუ რას გულისხმობს „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ინიციატივა.

„მაგალითად „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი გააუპატიურა - გვყავს ფაქტობრივად უვადოდ არჩეული ცესკოს თავმჯდომარე, მაშინ როცა შეთანხმების თანახმად, 2/3-ის მხარდაჭერით არჩეული უნდა იყოს.

„ქართული ოცნება" მხილებულია ინსტიტუციების გაუპატიურებაში. ასეთია ცესკოს თავმჯდომარის პოზიცია - აირჩა ცესკოს თავმჯდომარე ხმათა 2/3-ით?! ვერ აირჩა, რადგან ეს პროცედურა "ქართულმა ოცნებამ" გააუპატიურა და თქვა, რომ დღევანდელი ცესკოს თავმჯდომარე იქნება მანამ, ვიდრე სხვას არ აირჩევენ. ეს არის არა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისი ცვლილება, არამედ იმის შესაბამისი, რაც "ქართულ ოცნებას" უნდა", - განაცხადა ვაშაძემ.

ქართული ოცნება" მზად არის, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ფარგლებში პარლამენტს წარედგინა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღების დროს აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო