გაერო-ს ანგარიში - ჩინეთმა, სინძიანის რეგიონში, უიღური მუსლიმების წინააღმდეგ ადამიანის უფლებები სერიოზულად დაარღვია, რაც შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაუტოლდეს

ჩინეთმა, სინძიანის რეგიონში, უიღური მუსლიმების წინააღმდეგ ადამიანის უფლებები სერიოზულად დაარღვია, რაც შესაძლოა, „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“ გაუტოლდეს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ 45-გვერდიან ანგარიშში წერია.

დასავლური მედია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ანგარიში რამდენიმე წუთით ადრე გამოქვეყნდა, მანამ, ვიდრე გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა საკუთარი უფლებამოსილების ვადა დაასრულა. მედია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ კომისრის ოფისმა არაერთგზის გადაიდო ამ ანგარიშის გამოქვეყნება.

ჩინეთი ანგარიშის გამოქვეყნებას „ძლიერ წინააღმდეგობას“ უწევდა. ოფიციალური პეკინი კატეგორიულად უარყოფს სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევას.

ჩინეთის მთავრობამ 131 გვერდიანი დოკუმენტის გამოქვეყნებით უპასუხა გაეროს კრიტიკულ ანგარიშს, სადაც მან კომისრის ოფისის მიგნებები დაგმო და დასძინა, რომ ის "დაფუძნებულია დეზინფორმაციასა და ტყუილებზე, რომელიც შეთხზულია ანტი-ჩინური ძალების მიერ“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო