ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინდოელი სამხედროები რუსეთში ერთკვირიანი სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდნენ

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინდოელი სამხედროები რუსეთში ერთკვირიანი სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდნენ

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინდოელი სამხედროები რუსეთში ერთკვირიანი სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდნენ. როგორც ინდოეთის მთავრობა აღნიშნავს, მათი ძალები, სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთში რეგულარულად მონაწილეობენ მრავალმხრივ წვრთნებში.

ინდური მხარე დასძენს, რომ ჯარები მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ერთობლივ მანევრებს განახორციელებენ ერთობლივი საველე წვრთნების, საბრძოლო დისკუსიებისა და საცეცხლე საშუალებების წვრთნების ჩათვლით.

შეგახსენებთ, ოფიციალურმა მოსკოვმა ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ „ვოსტოკის“ წვრთნები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართებოდა. ინდოეთის გარდა, მასში ჩინეთი, ბელარუსი, მონღოლეთი და ტაჯიკეთი მონაწილეობს.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც ინდოეთთან სამხედრო პარტნიორობა ბოლო წლებში გააღრმავა, ინდოეთის ჯარების რუსეთში წვრთნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საკუთარ უკმაყოფილებაზე მიანიშნა.