უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ რეკომენდაციები უკრაინასა და „ენერგოატომს“ უნდა გაუგზავნოს, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ოკუპანტების ბარბაროსული ქმედებების შედეგები

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ რეკომენდაციები უკრაინასა და „ენერგოატომს“ უნდა გაუგზავნოს, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ოკუპანტების ბარბაროსული ქმედებების შედეგები

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ უნდა განაცხადოს, რომ სამხედროების ყოფნა, იარაღის არსებობა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ეს აშკარაა, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული მისია უნიკალურია.

„ეს მისია უნიკალურია, რადგან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არსებობის ისტორიაში ანალოგი არ არსებობს. მისიები ხორციელდებოდა ობიექტებზე, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებდა, მაგრამ ამ მისიის მსგავსი ფორმატი არ არსებულა“, - აღნიშნა გერმან გალუშჩენკომ.

მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ რეკომენდაციები უკრაინასა და „ენერგოატომს“ უნდა გაუგზავნოს.

„რეკომენდაციები და ანგარიშები უნდა გაიგზავნოს უკრაინასა და „ენერგოატომში“. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს რეკომენდაციები და აღმოვფხვრათ ოკუპანტების ბარბაროსული ქმედებების შედეგები, მაგრამ ამისთვის სადგურზე უნდა გვქონდეს წვდომა. ის უკრაინის კონტროლს უნდა დაუბრუნდეს“, - აღნიშნა გალუშჩენკომ.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ იმყოფებოდა.