პაატა დავითაია - რუსეთმა აფხაზეთთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ საშიში პროცესი წამოიწყო, არსებობს აფხაზეთის სატრანზიტო ზონად გადაქცევის სახიფათო გეგმა

აფხაზეთში დაიწყო სახიფათო პროცესები, რაც რუსების და სეპარატისტების ლიდერების ერთობლივი გეგმის ნაწილია. ენგურის ხიდზე შეზღუდვების მოხსნით, რუსეთი აფხაზეთთან ერთად გახსნის ახალ სატრანზიტო ზონას, რაც საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სეპარატისტების მიზანია, აფხაზეთის ტერიტორია გახდეს ტრანზიტული ზონა, სადაც საქონლის სერტიფიცირება მოხდება მათი წესებით და ტრანზიტის გადასახადი გადახდილი იქნება აფხაზეთში.

„როგორც ცნობილია, აფხაზეთის სეპარატისტი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა. კომისია აძლევს რეკომენდაციას ასლან ბჟანიას, მოხსნას შეზღუდვები ენგურის ხიდზე, რის შედეგადაც აფხაზეთი შეძლებს სხვადასხვა სატრანზიტო ტვირთების მიღებას სომხეთიდან და თურქეთიდან.

სეპარატისტების მიზანია, აფხაზეთის ტერიტორია გახდეს ტრანზიტული ზონა, სადაც საქონლის სერტიფიცირება მოხდება მათი წესებით, ტრანზიტის გადასახადი გადახდილი იქნება აფხაზეთში. ყველა საგადასახადო საბუთი, რომელიც დამოწმებული იქნება მათი ბეჭდით, იქნება „აღიარებული“ როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მიერ გაცემული დოკუმენტი. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ისინი გააკონტროლებენ ტვირთს და თავად გადაწყვეტენ, რა ტვირთი გაუშვან რუსეთში და რა - არა. რუსეთი ცდილობს, აფხაზეთის გავლით მოიძიოს ახალი გზა ტვირთებისთვის, ამით ერთი მხრივ, „გაამყაროს“ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ და მეორე მხრივ, აქციოს ეს გზა უკონტროლო გზად - კონტრაბანდისთვის.

ამ მექანიზმის ამუშავება ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბად აღიარებას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არცერთ შემთხვევაში არ წავიდეს ამ მოლაპარაკებაზე, არ მოხდეს არანაირი დათმობა სეპარატისტებთან ამ მიმართულებით, რადგან ეს ნაბიჯი იქნება ფაქტობრივი აღიარება აფხაზეთის დამოუკიდებლობის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დაზიანება იმ სანქციების ფონზე, რაც არის დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომისთვის.

გამშვები პუნქტები უნდა მუშაობდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია და არცერთ შემთხვევაში სეპარატისტების მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიაზე“,- აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო