რუსეთის ვიცე-პრემიერი - ჩვენ უარს ვიტყვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმ ქვეყნებისთვის მიწოდებაზე, რომლებიც ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, მისი ქვეყანა უარს იტყვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმ ქვეყნებისთვის მიწოდებაზე, რომლებიც ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ.

„თუ ისინი დააწესებენ შეზღუდვებს ფასებზე, ჩვენ უბრალოდ არ მივაწვდით ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ასეთ კომპანიებს ან სახელმწიფოებს, რადგან არ ვიმუშავებთ არაკონკურენტულად“, - აღნიშნა ნოვაკმა.

ცნობისათვის, დღეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება, სადაც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე იმსჯელებენ. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება რუსეთის შემოსავლებისთვის დარტყმის მიყენების საუკეთესო გზა და ენერგორესურსებზე ფასების ვარდნას გამოიწვევს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს