კახა კალაძე ჟურნალისტებს - ბევრ სიბინძურეს, ცილისწამებას და ტალახის სროლას ვითმენ თქვენგან - თუ სარჩელს მოვიგებ, თანხა იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს მოიგებს, თანხას იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს.

„ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ თქვენგან, ძალიან ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, სასამართლოს გზით გადაწყდეს ყველაფერი. იმაზე, რაც იყო ნათქვამი, კონკრეტულ ჟურნალისტს აუცილებლად მოუწევს წარმოადგინოს ამის მტკიცებულება. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა ჩემმა ადვოკატმა. დეტალებში აღარ შევალ, არ მინდა ეს ყველაფერი შემდეგ ჩემს საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. რაც შეეხება თანხას, თუ ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიგოთ ეს თანხა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, სასამართლოში სარჩელის შეტანა თბილისის მერის მხრიდან არის თუ არა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა, როგორც კალაძე განმარტავს, კრიტიკული მედია უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს.

„კრიტიკული მედია უნდა იყოს უფრო პასუხისმგებლობიანი. არ უნდა იყოთ დაკავებული სიბინძურით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით, ტალახის სროლით. როგორ წარმომიდგენია კრიტიკული მედია? - თქვენ უნდა დასვათ კრიტიკული კითხვები, გაქვთ სიუჟეტები? ეს უნდა იყოს სიმართლეზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და არა, სიცრუეზე, ცილისწამებაზე, რასაც თქვენ კადრულობთ, აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, სიძულვილის ენა და ა.შ.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს. კალაძის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ