კახა კალაძე - როცა ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, ამას ყოველთვის ექნება რეაგირება - ხელისუფლება მზადაა მეგობრობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი

საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ორმხრივი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუფუჭებია, არაფერი დაუშავებია და არანაირი პრობლემა შეუქმნია იმ გზისთვის, რომელიც აღებული აქვს.

„ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს გაწევრიანებას იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ თანმიმდევრულები, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას, გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია, თუმცა როდესაც ხდება არასწორი განცხადებების გაკეთება, არასწორი, დამზიანებელი და შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება. ვსაუბრობ, რეზოლუციაზე, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო. შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება რეაგირება. საქართველო, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, -აცხადებს კალაძე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა