„ლუფთჰანზამ“ მფრინავების გაფიცვის გამო, ასობით რეისი გააუქმა

გერმანული ავიაკომპანია „ლუფჰანზას“ მფრინავები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, რის გამოც ავიაკომპანია იძულებული გახდა, ასობით რეისი გაეუქმებინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ პარასკევს ფრანკფურტსა და მიუნხენში დაახლოებით 800 ფრენა გააუქმეს, რის გამოც დაახლოებით 130 000 მგზავრი დაზარალდა.

პროფკავშირმა Vereinigung Cockpit-მა ავიაკომპანიის 5 000-ზე მეტ მფრინავს 24-საათიანი გაფიცვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ხელფასის ზრდის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჩაიშალა. პროფკავშირი მიმდინარე წელს მფრინავებისთვის ხელფასის 5.5 პროცენტით გაზრდას და ინფლაციის ავტომატური კომპენსაციის დაწესებას ითხოვს.

კომპანია „ლუფთჰანზაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება პერსონალის ხარჯებს მომავალი ორი წლის განმავლობაში 40%-ით, ანუ 900 მილიონი ევროთი გაზრდის. ავიაკომპანიამ მფრინავებს ხელფასის ორ ეტაპად, ჯამში 900 ევროთი გაზრდას სთავაზობს.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს