ლევან ბეჟაშვილი - გენპროკურორის არჩევის წესზე "ოცნების" პოზიციის ცვლილება მისასალმებელია, მაგრამ ეს საკითხი მიშელის შეთანხმების პუნქტებიდან გამომდინარე, ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ

გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიციის ცვლილება მისასალმებელია, მაგრამ ეს საკითხი მიშელის შეთანხმების პუნქტებიდან გამომდინარე, ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

"მიშელის შეთანხმებაში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, იგივე ბარიერის დაწევის, ბლოკების საკითხი, ამიტომ ვფიქრობთ, არამხოლოდ გენპროკურორის არჩევის წესზე, არამედ სხვა საკითხებზეც უნდა შეიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“ პოზიციები",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახით პარლამენტს წარედგინა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღებისას აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო