მედიის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სია დაამტკიცა, რომლის სათავეში ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები არიან

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სანქციების ახალი სია დაამტკიცა, რომლის სათავეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები მოხვდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოდიოზური ადამიანების სიის სათავეში, რომლებიც მკაცრი შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები არიან“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი განმარტებით, მთავრობამ მხარი დაუჭირა რეინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივას და დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი.

„ეს ეხება 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს. წინადადებები ხელისუფლებამ ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის სახელით წარმოადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და სხვა კომპანიებზე, ასევე რუსეთისა და ბელარუსის ცენტრალური ბანკების ჩინოვნიკებზე. შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ ის პირები და ფირმები, რომლებმაც ხელი შეუწყეს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რომელთა დახმარებითაც რუსეთი ცდილობდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა