საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემთხვევაში, "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაცმოძრაობა" გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებას მხარს დაუჭერს

ოპოზიციის ნაწილი - "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმდა, რომ გენპროკურორის არჩევის წესს მხარს დაუჭერს თუ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება მოხდება, რომელიც მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

როგორც "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ახლა ხელისუფლება მათ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივას სთავაზობს, რომელშიც სიტყვა - სიტყვით არის გადმოტანილი ის პუნქტი, რომელიც თავის დროზე "ქართული ოცნების" მოთხოვნით იქნა ამოღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან და მის გარეშე იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები მხარდაჭერილი პირველი მოსმენით, რის შემდეგაც მეორე მოსმენით განხილვა მათი მოთხოვნის მიუხედავად აღარ მომხდარა.

"ცხადია, დღესაც ვიქნებით მზად მხარი დავუჭიროთ ამ ტექსტს, მაგრამ თუ „ოცნება“ ცდილობს მანამდე პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც წერია სრულად პროპორციული არჩევნები და ა.შ. გადააგდოს და თქვას, რომ ჯერ გენპროკურორის არჩევის წესი მივიღოთ და მერე ვნახოთ რა იქნება, ცხადია, ჩვენ ამაში მათ ვერ გავყვებით",- განაცხადა უსუფაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, სამართლიანი იქნება ის პირობა, რაც გაცემული აქვს "ქართულ ოცნებას", სრულად შეასრულოს და არა ნაწილობრივ.

"არათანმიმდევრულია "ქართული ოცნება" ჯერ პროექტიდან ამოიღეს გენპროკურორის ნაწილი და მოსწონდათ ბარიერთან დაკავშირებული ნაწილი. ახლა თავს იკავებენ ბარიერთან დაკავშირებულ ნაწილზე და შეამოაქვთ გენპროკურორის არჩევის წესი, ასე "კატა-თაგვობანას" ვერ ვითამაშებთ. შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად, რაც ნიშნავს კენჭი ვუყაროთ ბარიერის ნაწილსაც და გენპროკურორის ნაწილსაც",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, საკონსტიცუციო ცვლილებების პროექტის სახით პარლამენტს წარედგინა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღებისას აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით