სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სოსო გოგაშვილის მეუღლე გამოიკითხა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი გამოიკითხა.

როგორც დაკითხვის შემდეგ სოსო გოგაშვილის მეუღლემ განაცხადა, გამოძიებას კითხვები მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰქონდა, სადაც მან განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის დაკავების ოპერაციაში სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, მათ შორის შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე.

„გამომძიებელმა დამისვა კითხვები თუ როგორ ამოვიცანი შალვა ბედოიძე და მას მე ყველა დეტალი ავუხსენი, ავუხსენი როგორ აღვიდგინე შალვა ბედოიძე. ვიძახი ყოველთვის, რომ ეს არის ფორმალური დაკითხვა და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება იმიტომ, რომ ისინი საკუთარ თავებს არ დაიჭერენ. ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენ სტრასბურგში ბრძოლას, რომ იქ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა“, - განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა