დიდი ბრიტანეთში, კონსერვატიული პარტიის ლიდერის ასარჩევად ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. პარტიის წევრებს არჩევანის გაკეთება ლიზ ტრასსა და რიში სუნაკს შორის მოუწია. შედეგები 5 სექტემბერს გახდება ცნობილი, რა დროსაც გაირკვევა ვინ გახდება ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი.
ტრასმა და სუნაკმა ბოლო ექვსი კვირა კამპანიის წარმოებაში გაატარეს. ბორის ჯონსონი პოსტზე იქამდე დარეჩება, ვიდრე მისი შემცვლელი 6 სექტემბერს, ოფიციალურად არ დაიკავებს თანამდებობას.
მედიის ცნობით, დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, გადასაზიდი ფურგონები შენიშნეს, რაც იმის ნიშანია, რომ ბორის ჯონსონი პოსტისა და შესაბამისად, დაუნინგ-სტრიტის 10 ნომრის დასატოვებლად ემზადება.