კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. მედიის ინფორმაციით, ხანძარი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ხელისუფლება იძულებული გახდა სამ დასახლებაში სავალდებულო ევაკუაცია გამოეცხადებინა.

"ტერიტორიის დატოვების შესახებ კანონიერი განკარგულება არსებობს“, - აღნიშნული ევაკუაციის შესახებ განკარგულებაში.

ხანძარი რეგიონში ძლიერ სიცხეს მოჰყვა. ზოგიერთ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუს აღწევს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს