რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ფასილიტატორის როლის შესრულება შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მის ქვეყანას უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

ამასთან, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დეტალურად განიხილონ ეს საკითხები უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, 15-16 სექტემბერს დაგეგმილ სამიტზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო