Reuters - რუსეთმა ლავროვისა და მისი დელეგაციის გაერო-ში ვიზიტის უზრუნველსაყოფად აშშ-სგან 56 ვიზა მოითხოვა, მაგრამ ჯერჯერობით არ მიუღია

რუსეთმა შეერთებული შტატებისგან 56 ვიზა მოითხოვა, რათა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის დელეგაციას ნიუ-იორკში, მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე გამგზავრების საშუალება მიეცეთ, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ვიზა არ მიუღია.

Reuters-ისთვის ცნობილი გახდა გაერო-ს გენერალური მდივნისთვის, ანტონიო გუტერეშისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც გაერო-შო რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ „საგანგაშოა“ ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი "მუდმივად უარს აცხადებს შესვლის ვიზების გაცემაზე". ნებენზია განმარტავს, რომ საჭირო განაცხადები მოსკოვში აშშ-ის საელჩოში შევიდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად იღებს თავის, როგორც გაერო-ს მასპინძელი ქვეყნის, ვალდებულებებს, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

1947 წლის გაერო-ს „შტაბ-ბინის შეთანხმების“ მიხედვით, შეერთებული შტატები ვალდებულია, დაუშვას გაერო-ში უცხოელი დიპლომატების წვდომა, მაგრამ ვაშინგტონში განმარტავენ, რომ მათ შეუძლიათ უარი თქვან ვიზების გაცემაზე უსაფრთხოებასთან, ტერორიზმსა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიზეზების გამო. მოსკოვის მიერ მოთხოვნილი 56 ვიზა მოიცავს დიპლომატთა წინასწარ ჯგუფს, იმისთვის, რომ ლავროვისა და მისი დელეგაციის ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრისთვის ჩასვლა მოამზადონ.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს