მიხეილ გორბაჩოვს დღეს დაკრძალავენ, დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად მოსკოვში ვიქტორ ორბანი ჩავიდა

საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს დღეს მოსკოვში, ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გორბაჩოვის სამოქალაქო პანაშვიდი რუსეთის დედაქალაქში, კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, რის მიზეზადაც კრემლმა მისი სამუშაო გრაფიკი დაასახელა.

გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო