რუსეთში ევროკავშირის ელჩმა თანამდებობა დატოვა

რუსეთში ევროკავშირის ელჩმა თანამდებობა დატოვა

რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა, 1-ელ სექტემბერს თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„თანამდებობას მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე“, - აღნიშნა დიპლომატმა.

მარკუს ედერერს გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს მას.