ანა ფოტიგა - ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის

სასტუმრო „სტამბაში“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შორის შეხვედრა დასრულდა.

ევროპარლამენტარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებზე წარიმართა.

„შევხვდი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ვისაუბრეთ ყველაფერზე რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის. ასევე ომზე უკრაინაში, რადგან ჩემი სპეციალობის სფერო თავდაცვა და უსაფრთხოებაა”, - აღნიშნა ანა ფოტიგამ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, საუბარი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხებოდა.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებს ,,ქართული ოცნება”, იმიტომ, რომ ფაქტობრივად საბოტაჟირებას უკეთებს მთლიან პროცესს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც შემდგომში გადააბრალებს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ან ევროპელ პარტნიორებს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ "ოცნება" ვაიძულოთ შეცვალოს პოლიტიკური ვექტორი. მათი დასაყრდენია რუსეთი და არა ევროკავშირი, შესაბამისად ეს არის მთავარი საკითხი”, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო