დევიდ კრამერი ოძისში ვიზიტზე - ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტი აქ დაგვეწყო, როგორც შეხსენება იმისა, თუ რასთან ცხოვრობთ ყოველდღე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის სახელით, მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც შეხსენება იმისა, თუ რა განიცადა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე და ეს გვაძლევს გაკვეთილებს, საიდანაც უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციისთვის ჩვენი ვიზიტი აქ დაგვეწყო, როგორც შეხსენება იმისა, თუ რასთან ცხოვრობთ ყოველდღე. ასე რომ, ეს არის ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოსადმი, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს საქართველო კვლავ გაერთიანდეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - დასძინა კრამერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს