თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა

თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

მანამდე, დამსწრე საზოგადოებამ უკრაინაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მაკკეინის ინსტიტუტთან და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტთან ერთად უკვე მეექვსე წელია ვაკეთებთ ამ კონფერენციას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს და ყველა იმ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების და ერების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის ოკუპაციასა და ზეწოლას განიცდიან. ჩვენი დღევანდელი კონფერენციის თემა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უკრაინას ეძღვნება, მსოფლიომ 2008 წელს ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის ტერორისტული ქვეყანა საქართველოში. ახლა თითოეული ჩვენგანის ვალია, მოვახერხოთ და შევძლოთ უკრაინაში რუსეთის შეჩერება”,- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

პანელური დისკუსიის თემებია: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ; საით მიდის საქართველო; საინფორმაციო ომები; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები; ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატია/ კორუფციის საფრთხეები; შეერთებული შტატები ამ ყველაფერში.

კონფერენცია “თბილისი რუმსში” იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო