გიორგი ვაშაძე - ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, ნიშნავს, რომ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უმაღლესი რანგისაა და ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს ამ ტიპის ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ „ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ როგორც პრორუსული ძალა, არ მიდის არსად, სადაც განიხილება საქართველოს ინტეგრაცია ევროპული მიმართულებით“.

„ეს არის უმაღლესი რანგის კონფერენცია, რომელიც საქართველოში ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპარლამენტი - ყველა ის ადამიანი არის აქ, ვინც მუშაობს რეგიონალური უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მთავარი თემა არის ის, რომ თუ „ქართული ოცნება“ კვლავ ბოიკოტს უცხადებს მსგავსი ტიპის კონფერენციებსა და ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნება” როგორც პრორუსული ძალა, არ მიდის არსად, სადაც განიხილება საქართველოს ინტეგრაცია ევროპული მიმართულებით. ეს არის მთავარი საკითხი ამ კონკრეტულ ვითარებაში - მიტაცებული სამშობლო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია - “დიდება უკრაინას” მიმდინარეობს, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო