გია ხუხაშვილი - „ოცნების“ მხრიდან „ოთხეულის“ მიმართ მდუმარე თანხმობა ყოველთვის არსებობდა - არავინაა იმდენად მიამიტი, რომ ნაჯახით ნამუშევარი და თეთრი ძაფით ნაკერი ვერ დაინახოს, თუ რეალურად რა ხდება

„ქართული ოცნების“ მხრიდან ამ „ოთხეულის“ მიმართ მდუმარე თანხმობა ყოველთვის არსებობდა. შესაბამისად, არავინ არის იმდენად მიამიტი, რომ ნაჯახით ნამუშევარი და თეთრი ძაფით ნაკერი ვერ დაინახოს, თუ რეალურად რა ხდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ე.წ. ოთხეული „ქართული ოცნების“ განაყოფია და არა ცალკე პოლიტიკური სუბიექტი.

„ჩვენ სახელმწიფოებრივი ზიანი უკვე მივიღეთ. ყველას კარგად ესმის, რომ ეს ოთხეული არ არის ცალკე პოლიტიკური სუბიექტი, ეს არის „ქართული ოცნების“ განაყოფი გარკვეულწილად, ანუ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარკვეული ტაქტიკური სვლა გაკეთდა. „ოცნებამ“ მორიგი ბიბლიური მითოლოგია შექმნა, როდესაც მოსეს სათქმელს, მისი ძმა - აარონი საუბრობს. ამას არც უარყოფდა „ქართული ოცნება“. ამბობდა, რომ მათ სრული თანხვედრა აქვთ, უბრალოდ არის რაღაცები, რაზეც ისინი ვერ საუბრობენ და ესენი საუბრობენ. პრინციპში მდუმარე თანხმობა „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ოთხეულის მიმართ ყოველთვის არსებობდა. შესაბამისად, არავინ არის იმდენად მიამიტი, რომ ნაჯახით ნამუშევარი და თეთრი ძაფით ნაკერი ვერ დაინახოს, თუ რეალურად რა ხდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ნატურალური ელექტორატი ფაქტობრივად აღარ ჰყავს.

„შეუძლებელია ოდნავ აზროვნებდე და ვერ ხვდებოდე, რომ ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უცილობლად რუსული იმპერიისკენ გვიბიძგებს. რასაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ბოლო დროს აკეთებდა, რუსულ თოქშოუებში სხვა კი არაფერი ხდება. იქაც ხდება დასავლეთის დემონიზება, რომ ომი ჩვენ კი არ გვინდოდა, იმათ უნდოდათ და ჩვენ თავს ვიცავთო.

„ქართული ოცნების“ ელექტორატი არის დღეს ან „ანტიმიშა“, „ანტინაციონალური მოძრაობა“, ან ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც სხვადასხვა მექანიზმებით პირდაპირ მიბმულია ხელისუფლებაზე, ან ძალიან გაჭირვებული მოსახლეობა, რომლით მანიპულირება ამ სტაბილურობის ვირტუალური მოთხოვნილების შექმნის გზით, საკმაოდ ადვილია. ჯამი რაც არის - ეს არის "ქართული ოცნების" რესურსი“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ფასეულობები არ გააჩნია და მისი მიზანი ნებისმიერი გზით ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ქართულ ოცნებას“ პარტიასაც ვერ დავარქმევ. „ოცნებას“ ფასეულობათა სისტემა მწყობრი არ აქვს. ისინი მზად არიან ნებისმიერი მიმართულებით წავიდნენ. მათ აქვთ ერთადერთი ფასეულობა - ეს არის ძალაუფლება. ძალაუფლებას დასჭირდება, რომ დღეს დაიძახონ „გაუმარჯოს ნატოს“? დაიძახებენ „გაუმარჯოს ნატოს“. ხვალ დასჭირდება - დაიძახებს „გაუმარჯოს წითელ არმიას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მან ასევე ოპოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციასა და ხალხს შორის ხიდი ჩატეხილია.

„ოპოზიციასა და ხალხს შორის ხიდი ჩატეხილია. გავიგეთ, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ესეც არ ვარგა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს