საქართველოს შესახებ ახალი ტურისტული ბრიტანული გზამკვლევი მზადდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალრეიტინგული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Bradt Travel Guide საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალ გზამკვლევს ამზადებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზამკვლევი 2023 წელს გამოიცემა და მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

მრავალგვერდიანი გზამკვლევის მოსამზადებლად საქართველოში გამოცემის ჟურნალისტი იმყოფებოდა. ნენსი ჩანგის ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. პრეს-ტურის ფარგლებში Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა სტეფანწმინდა, შატილი, პანკისის ხეობა და თუშეთი დაათვალიერა. ნენსი ჩანგი ეწვია კახეთს, სადაც ნაფარეული, გრემი, ყვარელი და ლაგოდეხი მონახულა. ტურის ფარგლებში Bradt Travel Guide-ის ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო-რეპორტაჟი მოამზადა, რომელსაც გზამკვლევისთვის გამოიყენებს.

2018 წელს Bradt Travel Guide-მა საქართველოს შესახებ 368 გვერდიანი გზამკვლევი გამოსცა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება თბილისს, სვანეთსა და აჭარას დაეთმო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო