დავით უსუფაშვილი - „ქართულ ოცნებასთან" ჩვენი პროექტების წარდგენის დროს ვიქნებით არა ჯიუტნი, არამედ მოქნილნი - არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ საკითხზე სახელისუფლო ნამუშევრის მხარდაჭერას

„ქართულ ოცნებასთან" ჩვენი პროექტების წარდგენის დროს ვიქნებით არა ჯიუტნი, არამედ მოქნილნი - არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ საკითხზე სახელისუფლებო ნამუშევრის მხარდაჭერას, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან "ლელოს" წევრები ბიუროს, საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატში მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან.

„ხელისუფლებამ მოახერხა და ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით. ეს მათი არასწორი რიტორიკისა და პოლიტიკის გამო მოხდა. ახლა საქართველოს მეორე შანსი აქვს მიცემული და ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდებით. გვესმის, რომ ამისთვის გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო პარლამენტში. სწორედ ამიტომ, "ქართულ ოცნებასთან" ჩვენი პროექტების წარდგენის დროს ვიქნებით არა ჯიუტნი და არასათანამშრომლო, როგორც ხშირად ხელისუფლებას ახასიათებს, არამედ მოქნილნი. დიდი ყურადღებით გავეცნობით მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს. ამ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები იმიტომ ვართ, რომ ერთი პრობლემის სხვადასხვა ხედვა გვქონდეს. მაგალითად, ხელისუფლება თვლის, რომ მართლმსაჯულების საკითხში ბევრი არაფერია გასაკეთებელი, ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და კანონპროექტი გვაქვს ამაზე დადებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით