ვიოლა ფონ კრამონი - ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უარი გვითხრეს, მეორე წერილიც გავაგზავნეთ

ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გავაგზავნეთ, რაზედაც ძალიან სწრაფი და ძალიან ოფიციალური პასუხი მივიღეთ, ჯერჯერობით უარი გვითხრეს, მეორე წერილიც გავაგზავნეთ, იმედი გვაქვს, რომ ნებართვას მივიღებთ. ასე რომ, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

„მსურს, გამოვხატო სოლიდარობა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი საქმე. ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ჩვენ უნდა გავზარდოთ ინფორმირებულობა ამის შესახებ არა მხოლოდ აქ, საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია