ლინას ლინკევიჩუსი - ჩვენ ვიცით საქართველოში იმ ცუდი ტრადიციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, რაც გამოსავალი არ არის

ჩვენ ვიცით იმ ცუდი ტრადიციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, რაც გამოსავალი არ არის, ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ დრო და პოლიტიკურმა პარტიებმა ვიწროპოლიტიკური და ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად, უნდა იფირქონ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესზე, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპას სჭირდება პოზიტიური მესიჯები თბილისიდან, რადგან როგორც წესი საქართველოს დედაქალაქიდან ხშირად „თავის ტკივილი, კონფლიქტები და პრობლემები მიდის".

"ზოგადად ვიტყვი 12 პუნქტზე, ყველა საუბრობს ამ 12 პუნქტზე და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის - ვიცი, რომ სათქმელად მარტივია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით იმ ცუდი ტრადიციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, რაც გამოსავალი არ არის, ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ დრო და პოლიტიკურმა პარტიებმა ვიწროპოლიტიკური და ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად, უნდა იფიქრონ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესზე. ახლა ევროპული პერსპექტივის საკითხი მტკივნეულად იქნა აღქმული, რადგან საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, მოდით, შევხედოთ პოზიტიურად - რადგან თქვენ შედიხართ ევროპულ ოჯახში, თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, თქვენ გაქვთ ძალიან კონკრეტული გზამკვლევი და ახლა ყველამ, და ეს მოიაზრებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, უნდა იფიქროს, როგორ იპოვოს გზა ამ სამუშაო ჯგუფებში ერთად სამუშაოდ. ხელისუფლება ყოველთვის მეტად არის პასუხისმგებელი, რადგან მათ ხელთ აქვთ ყველა ბერკეტი, თუმცა არასწორია იმის თქმაც, რომ ერთი მხარეა დამნაშავე და მეორე სუფთაა.

ჩვენ გვჭირდება პოზიტიური მესიჯები თბილისიდან, რადგან, როგორც წესი - არ ვიტყვი რომ ყოველთვის, მაგრამ ზოგჯერ მოდის თავის ტკივილი, პრობლემები, კონფლიქტები“,- განაცხადა ლინკევიჩუსმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო