ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად

ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის ის არის, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად. მე არაერთხელ მითქვამს: არ გჭირდებათ აპლოდისმენტები, არ გჭირდებათ კარგი სიტყვები, თქვენ გჭირდებათ კონკრეტული მხარდაჭერა და იარაღი და ჩვენ მას უზრუნველვყოფთ", - აღნიშნა ბორელმა.

მან რუსი სამხედროების უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გავუწევთ პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას რამდენადაც ამის საჭიროება იქნება. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში. გვინდა ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არა რაიმე ფორმით, არამედ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნორმების შესაბამისად“, - განაცხადა ბორელიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა