ვოლოდიმირ ზელენსკი - ბორის ჯონსონს უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე პირადი სიმამაცის, პრინციპულობისა და გამორჩეული წვლილისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან შემაჯამებელი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პირველი პირი „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„გავმართე შემაჯამებელი საუბარი ბორის ჯონსონთან. უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე პირადი სიმამაცის, პრინციპულობისა და გამორჩეული წვლილისთვის, რომელიც მან რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში შეიტანა. მოუთმენლად ველი უკრაინის დიდ მეგობართან თანამშრომლობას, უკვე ახალი სტატუსით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აირჩიეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს