ირაკლი კობახიძე - დავით ბაქრაძის არდანიშვნის გამო იყო სარჩელი შეტანილი, ბაქრაძე დაინიშნა, აქედან გამომდინარე რადგან "ქეისი" გამოეცალა, ამ მოთხოვნას გამოეცალა საფუძველი - სამართლებრივად ეს იძლევა სარჩელის გამოხმობის საფუძველს

დავით ბაქრაძის არდანიშვნის გამო იყო სარჩელი შეტანილი, ბაქრაძე დაინიშნა, აქედან გამომდინარე რადგან "ქეისი" გამოეცალა, ამ მოთხოვნას გამოეცალა საფუძველი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნის საკითხზე მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის თაობაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე მიიღებს საქართველოს მთავრობა.

„სარჩელზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, მთავრობაა მოსარჩელე, შესაბამისად მთავრობის გადასაწყვეტია გამოიხმობს თუ არა სარჩელს, როგორც იურისტი გეტყვით, რომ საფუძველი გამოხმობის შეიძლება არსებობდეს გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ "ქეისი" აღარ არსებობს. დავით ბაქრაძის არდანიშვნის გამო იყო სარჩელი შეტანილი, ბაქრაძე დაინიშნა, აქედან გამომდინარე რადგან "ქეისი" გამოეცალა, ამ მოთხოვნას გამოეცალა საფუძველი, სამართლებრივად ეს იძლევა სარჩელის გამოხმობის საფუძველს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს საქართველოს მთავრობა, თუ მომავალში განმეორდა იგივე და ისევ გავიდა პრეზიდენტი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და არ დანიშნა რომელიმე წარდგენილი ელჩი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავიდან შეიძლება შევიდეს სარჩელი და ეს ასეც უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ხომ არ იყენებს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის შანტაჟისთვის, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „სამართლებრივი დავა შანტაჟი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო