ირანის ნავთობის მინისტრი - მზად ვართ ვითამაშოთ დიდი როლი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე

ირანი მზად არის ნავთობი მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს და იმუშაოს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა.

„როგორც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მწარმოებელი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითამაშოთ დიდი როლი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე და დავეხმაროთ გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანი ჩაფიმ განაცხადა, რომ თეირანი შეძლებს ევროპის ენერგეტიკული საჭიროებების უმეტესი ნაწილის დაკმაყოფილებას, თუ ბირთვული შეთანხმება მიიღწევა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო