ჩინეთში ძლიერ მიწისძვრას 46 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ჩინეთში ძლიერ მიწისძვრას 46 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში, სადაც დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა. მიწისძვრის სიძლიერემ 6.8 მაგნიტუდა შეადგინა. მომხდარის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 16 კი დაკარგულად ითვლება.

საერთო ჯამში, გარდძე-ტიბეტის ავტონომიურ პრეფექტურაში და ქალაქ იაანის პრეფექტურაში 50 000-ზე მეტი ადამიანი დროებით იძულებით გადაადგილებულია.

ჩინეთის ხელისუფლებამ 50 მილიონი იუანი (დაახლოებით 7,25 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო სამაშველო სამუშაოების განსახორციელებლად და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად.

პროვინციაში დაზიანებულია გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას აგრძელებენ.

ცნობისთვის, დღეს, ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა გარდძე-ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, სადაც 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.