ირაკლი კობახიძე - რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები

როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. რადგან „ისფედი“ გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა, მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ისფედი“ არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გააყალბა „პივიტი“, ვაპატიეთ, ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ მერე რაღაც პროცესებში ჩავრთეთ. სადამდე მივიდა ეს ყველაფერი - სცენაზე გამოვიდნენ, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნა , პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნა დააყენეს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე. აქაც კი მაქსიმალურად რბილი დამოკიდებულება ვაჩვენეთ და ვთქვით, რომ თუ გაემიჯნებიან იმ წინა პოლიტიკურ მოთხოვნას და აჩვენებენ, რომ დაუბრუნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის როლს, მაშინ კი ბატონო, ჩაერთონ საპარლამენტო სამუშაო პროცესებში. ესეც კი არ გააკეთეს და ვიღაცეებს უნდათ, რომ ისფედი მაინც ჩაერთოს, ანუ, რადიკალიზმი წარმოაჩინოს ნორმად, ამას რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ.

როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნას, მაშინვე ის ხდება პოლიტიკური სუბიექტი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი პოლიტიკის თეორიაში. რადგან ისფედი გახდა პოლიტიკური სუბიექტი და არც უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, არ გაემიჯნა, შევთავაზეთ და არ გაემიჯნა, რა თქმა უნდა მას ვერ ჩავრთავთ იმ პროცესში, სადაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ, რომ „ისფედი“ აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს