ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიამ რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისთან საბრძოლველად ინიციატივები მოამზადა

ევროკომისიამ მოამზადა ინიციატივები რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისთან საბრძოლველად, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პუტინი ცდილობს გამოიყენოს ენერგია იარაღად მიწოდების შემცირებით და ევროპული ბაზრების მანიპულირებით. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ევროკავშირი წინააღმდეგობას გაუწევს.

ევროკომისიის მიერ შემუშავებულ წინადადებებს შორის არის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირება, რუსული მილსადენის გაზზე ფასის ლიმიტირება, მოწყვლადი მომხმარებლების დახმარება, ელექტროენერგიის მწარმოებლების მხარდაჭერა, რომლებსაც ფასის ცვლილების გამო ლიკვიდურობის პრობლემა ექმნებათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს