უკრაინა რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა - დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიან მოსახლეობას სურს, რაც შეიძლება მალე დატოვოს ტერიტორია. მინისტრის თქმით, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია რუსული არმიის მუდმივი დაბომბვის გამო.
"ხალხი მასობრივად მოგვმართავს დახმარებისთვის - ისინი ცდილობენ დატოვონ სახიფათო ტერიტორია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოთხოვნით, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი ქალების, ბავშვების, მოხუცების ევაკუაციისთვის!“- განაცხადა ვერესჩუკმა.