ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი აბსოლუტურად მოუმზადებელი და „დღის წესრიგს აცდენილია“

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკურ ველზე რამენარად თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რიგგარეშე არჩევნებზე “აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ”.

მისი თქმით, “რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის დაყენება რეალურად გამოწვეულია იმით, რომ მათ დღის წესრიგი არ გააჩნიათ და ზერელე ლოზუნგით არიან შეიარაღებული”.

“ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში რეალურად რომ იყოს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, მათ უფრო მეტი პერსპექტივა ექნებოდათ, ამომრჩევლისთვის რაღაც საკითხები თავისი უპირატესობა დაენახებინათ. გარიყულები არიან, თავი თავად გაირიყეს. იმისათვის, რომ პოლიტიკურ ველზე რამენარად თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რიგგარეშე არჩევნებზე ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. რატომ არის აბსურდული? - რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს, ეს იქნება მხოლოდ ერთი წლით, რადგან 2024 წელს ისედაც ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. რიგგარეშე არჩევნები 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარდეს, რასაც თითქოს, აპროტესტებენ და უნდათ, საარჩევნო ბარიერი დაწეული იყოს. ქვეყანას არანაირი ამოცანა არ აქვს რიგგარეშე არჩევნების, ანუ პოლიტიკურად ეს საკითხი აბსოლუტურად მოუმზადებელია. ამიტომ, ეს განცხადებები დღის წესრიგს აცდენილია, ქვეყნის დღის წესრიგია სტაბილურობა, მშვიდობა და 12 რეკომენდაციის შესრულება”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მისივე თქმით, საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება. ამასთან, გაიმართება მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში კომუნიკაცია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო