სალომე სამადაშვილი - შალვა პაპუაშვილი გაიქცა და გაექცა შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მეგობრებს აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები

დღევანდელ დისკუსიაზე ოპოზიცია გამოდის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე იყო დაგეგმილი კონფერენციის ორგანიზატორების მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაქცეულიყო და აქ არ მოსულიყო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციის დაწყებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კონფერენციაზე ოპოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრებს.

„დღევანდელ გამოსვლაში მონაწილეობა უნდა მიეღო პარლამენტის თავმჯდომარეს, პაპუაშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აქ მისი მოსვლა შეუძლებელი იყო და გაიქცა. გაექცა იმ შეკითხვებს, რომელიც დღეს აქ შეკრებილ საქართველოს მეგობრებს აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები. თავისთავად ის, რომ დღეს აქ ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან, რაც პირველად ხდება ამ კონფერენციის არსებობის ისტორიაში, ძალიან ნათლად აჩვენებს, რა არის დღევანდელი ხელისუფლების რეალური დღის წესრიგი, რადგან თუ ვინმე არსებობს მსოფლიოში, ვინც ლობირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, ყველა არის შეკრებილი აქ - ყველა არის შეკრებილი ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის გარდა. დღევანდელ დისკუსიაზე, ოპოზიცია გამოდის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე იყო დაგეგმილი კონფერენციის ორგანიზატორების მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაქცეულიყო და აქ არ მოსულიყო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

დღეს საუბარი გვექნება მთავარ ეროვნულ ამოცანაზე - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსის მიღება და ამასთან დაკავშირებით რა გამოწვევებია, რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და როგორ გვესახება ჩვენ ის პროცესი, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს უზარმაზარი საფრთხისგან, რომ აი, იმ რკინის ფარდაში, რომლის ჩამოშვებასაც ცდილობს დღეს რუსეთი რეგიონში, საქართველო აღმოჩნდეს თავისუფალი სამყაროს მხარეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა