კელი დეგნანი - საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე

საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე. ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმართოს ძალიან ნორმალური პროცესი, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვარდეს ეს 12 რეკომენდაცია. ეს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გაერთიანება მოხდეს.

„კარგი სამუშაო მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდეს 12 რეკომენდაცია, ახლა ამოცანა არის ამ შეხედულებების თავმოყრა ერთიან დოკუმენტში, სადაც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი შეხედულებები იქნება წარმოდგენილი. ევროკავშირს სურს ამ ხმების ერთიანობის ხილვა, ძლიერი პასუხი 12 რეკომენდაციაზე, რომელშიც ბევრი ხმა იქნება გაერთიანებული“, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის, „დიდება უკრაინას“ მონაწილეები საქართველოს მტრები არიან, ელჩმა უპასუხა, რომ აღნიშნული კონფერენცია არის მნიშვნელოვან თემებზე აზრებისა და იდეების გაცვლის ძალიან კარგი საშუალება.

„შეერთებული შტატები არის ინკლუზიური დიალოგის მხარდამჭერი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან აუცილებელი რამ. ეს კონფერენცია არის აზრების გაცვლის შესაძლებლობა. წლევანდელი კონფერენცია ფოკუსირებულია უკრაინის თემაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ომი რეგიონისთვის. ეს კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა გავცვალოთ იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მშვიდობის მიღწევა, როგორ გაუმჯობესდეს რეგიონის სტაბილურობა და საქართველოს კეთილდღეობა და მისი დემოკრატიული განვითარება“, - აღნიშნა ელჩმა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს