8 სექტემბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 162-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

8 სექტემბერს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 162-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს 00:00 სთ-დან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება (ერთი სამოძრაო ზოლი ჩაიკეტება). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?